მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-მა ჩინეთის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო

6087b84115729
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 11:12
1058
Georgian Airways-მა სატვირთო გადაზიდვები ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მიმართულებით დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, პირველი რეისი დღეს სრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ სააგენტომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის ახალი საჰაერო ხომალდის, Boeing 737-800-ის საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების პროცესი დაასრულა და თვითმფრინავი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრირა.

„Boeing 737-800 (ამოსაცნობი ნიშანი 4L-TIG) ტიპის საჰაერო ხომალდი მოდიფიცირებულია სატვირთო (კარგო) გადაზიდვების განხორციელებისთვის და ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ჩარტერული სატვირთო რეისების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. პირველ სატვირთო ავიარეისს თბილისი - ურუმჩი - თბილისის მიმართულებით Georgian Airways-ი დღეს ასრულებს“, - აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.



"ჯორჯიან ეარვეისი" ინფორმაციით, კი კომპანიამ ახალი სატვირთო განყოფილება "Georgian Airways Cargo" შეიმუშავა.

„ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი, სადაც ახალი ბოინგ 737-800 ტიპის ხომალდით მხოლოდ სატვირთო რეისებს შევასრულებთ, იქნება ურუმჩი(ჩინეთი). პირველი რეისი 26 აპრილს შესრულდება, ხოლო შემდგომ რეისები კვირაში 3-4-ჯერ თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით შესრულდება“, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები