მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GEORGIAN PRODUCTS–მა პანდემიურ 2020 წელს 97%–იანი ზრდა აჩვენა

60eac08da18c0
სალომე მეცხვარიშვილი
12.07.21 09:00
790
ცხოველების ავეჯის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია GEORGIAN PRODUCTS–მა პანდემიურ 2020 წელს 97%–იანი ზრდა აჩვენა,– ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე “Forbes კვირასთან” აცხადებს.

მისი თქმით, 97%–იანი ზრდა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით დაფიქსირდა. დავით ბარდაველიძის ინფორმაციით, პოზიტიური მაჩვენებლებია წელსაც და მიმდინარე წლის 5 თვეში კომპანიას 78%–იანი ზრდა აქვს.

დაგეგმილია, რომ 2024 წლისთვის კომპანიის ბრუნვა 90 მილიონი ევრო გახდეს.

კომპანია “ჯორჯიან პროდაქტსი” 2014 წელს შეიქმნა და პროდუქციას სრულად ევროკავშირში ყიდის.

გასულ წელს კომპანიამ პანდემიის მიუხედავად წარმოება გააფართოვა.