მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Wings-ი ბაქოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

ფრენები
BM. GE
09.10.23 16:20
87

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით იფრენს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს აღნიშნულ მარშრუტზე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას ფრანგულ-იტალიური წარმოების, 72 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ATR72-500 მოემსახურება.

„Georgian Wings-ი უკვე 1 თვეა ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბაქოს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. თავდაპირველად ოპერირება კვირაში 3 სიხშირით დავიწყეთ და აღნიშნულ მარშრუტზე კომერციული გათვლებისა და გეგმების შესაბამისად მოხდა ოპერირების სიხშირის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად ავიაკომპანიის გეგმა და მოლოდინი სწორი და გამართლებული იყო.

ფრენის განრიგი მორგებულია ჩვენი ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ ქვეყნის შიდა ფრენის თბილისი - ბათუმი - თბილისის ფრენის განრიგს, რაც მგზავრს აძლევს დამატებით თბილისის აეროპორტის ტრანზიტულად სარგებლობის შესაძლებლობას და კომფორტულად მოგზაურობის საშუალებას“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები