მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე $84 მილიარდს დახარჯავს

636a0f5da816a
გიორგი თოლორდავა
08.11.22 14:35
528
ევროპის მასშტაბით მიმდინარე მწვავე ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად და ინფლაციური წნეხის შესამსუბუქებლად, გერმანიის მთავრობა მომდევნო წლის განმავლობაში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე თითქმის 84 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის მიერ წარდგენილი სტრატეგია დეკემბერში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების დაფინანსებაზე $41 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს.

დარჩენილი $43 მილიარდი კი პერიოდულად დაიხარჯება ენერგორესურსების ტარიფების შემცირებაზე, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული ორგანიზაციებისა და ბიზნესებისთვის.

ცნობისთვის, ენერგოკრიზისის დასაძლევად, ევროკავშირის მასშტაბით მთავრობებმა უკვე დახარჯეს თითქმის 200 მილიარდი დოლარი, აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი კი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირებაზე გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები