საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია
„გულთბილად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისტორიული აქტით აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია. მაშინაც, ისევე როგორც ახლა, გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია“, - წერს გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში.