DW-ის რუსული ბიურო წერს, რომ გერმანიის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ექვს ქვეყანასთან ე.წ. „მიგრაციული პარტნიორობის“ შესახებ.
ეს ქვეყნებია საქართველო, მოლდოვა, კენია, კოლუმბია, უზბეკეთი და ყირგიზეთი. როგორც გამოცემა წერს, “მიგრაციული პარტნიორობა” უმთავრესად ნიშნავს არალეგალი მიგრანტების სწრაფ დაბრუნებას გერმანიიდან მათ ქვეყნებში.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების 10%-ზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.




























