მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია უკრაინისთვის დამატებით 3 მლრდ ევროთი დახმარებას გეგმავს

ფრიდრიხ მერცი

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გეგმავს. ეს იქნება ერთგვარი გარღვევა მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაბლოკა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევა. თუმცა რამდენიმე თვეში გერმანიას უკვე ახალი მთავრობა ეყოლება და ამ დახმარებასაც უკრაინა სავარაუდოდ, ახალი კოალიციური მთავრობისგან მიიღებს.

ცნობისთვის, გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო კონსერვატორების ბლოკმა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს და ქრისტიან-სოციალურ კავშირს (CDU/CSU) აერთიანებს. ქვეყნის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები