მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს

ukr

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოცულობის გაორმაგებას გეგმავს. როგორც ცნობილია, მომავალი წლისთვის დახმარების მოცულობა 8.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

თუკი ქვეყნის პარლამენტი მთავრობის ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, მაშინ გერმანიის თავდაცვის ხარჯი მომავალ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1%-ს მიაღწევს, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია NATO-ს მოთხოვნაზე და გერმანიისთვის უჩვეულო მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ივლისის მდგომარეობით, გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით ჯამში $18.9 მილიარდი დოლარი ჰქონდა გადაცემული და ის უმსხვილეს დონორებს შორის იყო.