მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია ხვალიდან Moderna-ს ვაქცინის გამოყენებას იწყებს

5ffc5d5753cbb
ნათია თაქთაქიშვილი
11.01.21 18:12
648
გერმანია ხვალიდან Moderna-ს ვაქცინის გამოყენებას იწყებს, რომელსაც ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ავტორიზაცია გასულ კვირას მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„დღეს Moderna-ს ვაქცინის მოწოდება მიმდინარეობს, ხოლო ხვალიდან არნიშნული პრეპარატით ვაქცინაციას დავიწყებთ“, -განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა.

მისი განცხადებით, ქვეყანა 2021 წლის პირველ კვარტალში 2 მილიონ დოზა Moderna-ს ვაქცინას მიიღებს, ხოლო წლის განმავლობაში 50 მილიონ დოზას.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად გერმანიას BioNTech/Pfizer-ის 300 მილიონი დოზა და Moderna-ს 160 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ ვაქცინაციასთან დაკავშირებული კამპანია დეკემბერში დაიწყო და აცრა დაახლოებით 500,000 ადამიანს ჩაუტარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები