მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია ყველა მოქალაქის კოვიდ-ვაქცინაციას ზაფხულში დაიწყებს

601958a08b9d2
ნათია თაქთაქიშვილი
02.02.21 20:18
665
გერმანიის მთავრობა ყველა მოქალაქის კორონავირუსის წინააღმდეგ აცრას მესამე კვარტლის ბოლოდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მიუხედავად ვაქცინაციის ნელი ტემპისა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მათ დამაკმაყოფილებელი შედეგები აქვთ.

გერმანიის კანცლერმა ნელი ტემპის მიზეზად ვაქცინაციისთვის რეგულარული და არა საგანგებო ნებართვის მიცემა და ინექციებს შორის დადგენილი ინტერვალის შენარჩუნების გადაწყვეტილება დაასახელა, რაც საზოგადოების ნდობის გამყარების საშუალებასაც იძლევა.

ამჟამად ამ ევროპულ ქვეყანაში დაახლოებით 1.297.430 ადამიანია აცრილი, თუმცა ე.წ „ჯოგური იმუნიტეტის“ მისაღწევად, საჭიროა მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები