მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიამ პირველი LNG ტერმინალი გახსნა

63a01785c5d28
მარიამ ვარადაშვილი
19.12.22 12:02
623
გერმანიამ თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] პირველი ტერმინალი გახსნა. ვილგელმსჰაფენში ტერმინალის გახსნას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროზე LNG-ის ახალი ტერმინალი რეკორდულად მოკლე დროში, ათ თვეში აშენდა. შოლცის განცხადებით, ამ პროექტმა აჩვენა, რომ გერმანიას ახალ რეალობასთან ადაპტირება ძალიან სწრაფად შეუძლია და LNG-ის პროექტები ქვეყანას რუსული გაზის ჩანაცვლებაში დაეხმარება. თხევადი ბუნებრივი გაზის ახალი ტერმინალი ერთ-ერთია იმ ხუთთაგან, რომელსაც ქვეყანა 2023 წლის ბოლომდე გახსნის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ ტერმინალების მეშვეობით გაზის მოხმარების მესამედის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.

გერმანიას ევროპის ენერგოკრიზისი ყველაზე მეტად შეეხო და მოსალოდნელია, რომ გავლენა 2023 წელს უფრო თვალსაჩინო იქნება, რაც ეკონომიკის რეცესიასაც გამოიწვევს. უმთავრესად ენერგეტიკული კრიზისის გამო, IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება. წლიურად, ქვეყანა დაახლოებით 100 მილიარდ კუბურ მეტ გაზს მოიხმარს, რომლის 55%-ს ქვეყანა რუსეთიდან Nord Stream-ის გაზსადენით იღებდა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია.

იმისთვის, რომ ევროპის ყველაზე დიდმა ეკონომიკამ რუსული გაზი სრულად ჩაანაცვლოს, წლიურად დაახლოებით 40 მლნ ტონა LNG სჭირდება. კატარის ენერგეტიკის მინისტრი საად შერიბა ალ კაადი აცხადებს, რომ ცდილობენ გერმანიას და ევროპასაც ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში მხარი დაუჭირონ და ეს შეთანხმებაც ამას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები