აზიის რეგიონში თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ექსპორტის მიმართულებით კანადა და მექსიკა პარტნიორობას იწყებენ.
კანადასა და მექსიკას გეოგრაფიული უპირატესობა აქვთ აზიის ბაზარზე, რადგან რადგან მათ არ უწევთ პანამის არხის გავლა, რომელიც ბოლო წლებში LNG-ის გადაზიდვისთვის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ადგილად იქცა.
წინასწარი გათვლებით, 2040 წლისთვის კანადა ყოველწლიურად 36.2 მილიონ ტონა LNG-ის მოაწვდის ბაზარს, ხოლო მექსიკა - 36.7 მილიონ ტონას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ კანადის LNG-პროექტები ათწლეულის განმავლობაში შეფერხებული იყო, ძირითადად ნებართვების მიღების პრობლემების გამო. მაგრამ ახლა კანადა აზიის ბაზარზეა ორიენტირებული, სადაც რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, რომელთაგან პირველი, Shell-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე LNG Canada-ა და ის 2025 წელს დაიწყებს ოპერაციებს.