მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიაში COVID-19-ზე ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება

5fdb42236f2f1
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.20 16:23
857
გერმანიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით 27 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო პრიორიტეტი მიენიჭება რისკ ჯგუფებს, მათ შორის მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქვეყანაში კრიტიკულად გაიზარდა გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გერმანიამ მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შესამცირებლად.

გერმანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცებას ელოდება, რაც სავარაუდოდ 21 დეკემბერს მოხდება. თუმცა, ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ვაქცინის გამოყენების საბოლოო დადასტურება 23 დეკემბერს მოხდება.

როგორც გამოცემა წერს, გერმანია ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალს მიეკუთვნებოდა, რომელმაც წამატებით შეძლო კორონავირუსის პირველ ტალღასთან გამკლავება. Robert Koch Institute-ის მიხედვით, გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 952 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 27 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები