მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიაში გაზსაცავების 90% შევსებულია

6329bf4dde9bf
მარიამ ვარადაშვილი
20.09.22 17:47
571

DW წერს, რომ გერმანიაში გაზის საცავები 90%-ით შევსებულია. საცავების შევსება ქვეყნისთვის უკიდურესად საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა გერმანიაში გაზის იმპორტი შეაჩერა. ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის თქმით, კარგი ამინდის პირობებში ამ მარაგებით ზამთრის გატანა შესაძლებელია. 

“ეს ასევე ნიშნავს, რომ ზამთრის დასრულების შემდეგ ეს საცავები კვლავ ცარიელი იქნება, რადგან ჩვენ ამ გაზის გამოყენებას ვაპირებთ”, - განაცხადა მან. 

უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუსეთი ევროკავშირს მთლიანი მოხმარების დაახლოებით 40%-ს აწვდიდა. Gazprom-მა ევროპას ჯერ შეუმცირა გაზის მიწოდება, ხოლო სექტემბრის დასაწყისში Nord Stream-ი სრულად გააჩერა.

გერმანიის მთავრობა რუსეთს ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს, რადგან მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. გერმანია ბუნებრივ გაზს ნორვეგიიდანაც იღებს. მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია, რომ ქვეყანა თხევადი ბუნებრივი აირის[LNG] მიწოდებაზე შეთანმებას არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან მიაღწევს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები