გერმანიაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება - წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულთან სრულ შესაბამისობაშია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, სამომხმარებლო ფასების შემცირების დინამიკა ფიქსირდება როგორც ენერგეტიკული რესურსების, ასევე სურსათის და ძირითადი სერვისების ჯგუფში.
რაც შეეხება ევროზონასთან ჰარმონიზებულ ფასების ინდექსს, ის წლიურად 2.6%-იან ნიშნულზეა, რაც ასევე დამაკმაყოფილებელ შედეგს წარმოადგენს.




























