მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიაში საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდება - მერკელი

5fc8d74fd8d13
ნათია თაქთაქიშვილი
03.12.20 21:25
1315
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ანგელა მერკელის თქმით, შეზღუდვების მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზანი ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის შემცირებაა.

კერძოდ, როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანიის მთავრობის მიზანია, კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები ყოველ 100 000 მოქალაქეზე 50 ადამიანს არ აჭარბებდეს.

„ჯერ ამ მიზნის მიღწევამდე შორია. კორონავირუსის გამო ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანი იხოცება“, – განაცხადა მერკელმა.

ამჟამად გერმანიაში მოქმედი შეზღუდვები ვრცელდება მოქალაქეების შეკრებაზე, მოგზაურობაზე, კულტურულ ღონისძიებებსა და საკვებ ობიექტებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები