მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

გერმანიაში სოციალური დისტანციის ვალდებულება შესაძლოა, 29 ივნისამდე გახანგრძლივდეს

გერმანიის ხელისუფლება სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულების გახანგრძლივებას 29 ივნისამდე გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი გერმანულ Bild daily-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობაში განხილვები მიმდინარეობს.

ამასთან, სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე კვლავ შეზღუდული იქნება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება სახლში შეკრებას.

26 მაისის მიხედვით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 180,789 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 8,428 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 162,000 ინფიცირებული.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები