მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის დახმარებით ახალციხის მერია ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდაქმნას გეგმავს

5f57ab653e3ff
BM.GE
08.09.20 20:20
1347
ახალციხეში გერმანიის მთავრობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და ახალციხის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდასაქმნელად საერთო კონცეფციის შემუშავება, აქ არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევა და აღნიშნული ტერიტორიის მულტიფუნქციურ რეკრეაციულ სივრცედ მოწყობა.

„ახალციხეში წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი და გავერანებული სამხედრო ბაზა მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის განვითარებას. გასულ წელს ყოფილი ბაზის ტერიტორიის ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტს გადმოეცა. გვინდა სწორად მოვახდინოთ ამ ტერიტორიის ინტეგრირება ქალაქის ურბანულ სისტემაში, რაც ბიძგს მისცემს ქალაქის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან", - აღნიშნა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დოკუმენტს ხელი ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა დოქტორ კრისტოფ ბაიერმა მოაწერეს. 

ცნობისთვის, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება. 2020 წლის 1-ლი აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელება. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები