მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის კანცლერი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

621b677494856
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 15:57
515
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ აცხადებს. როგორც BBC წერს, კანცლერმა გერმანიის პარლამენტში საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიმდინარე წლის სამხედრო ბიუჯეტს 100 მლრდ ევრო დაემატება.

ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანია ახლა მშპ-ს 2%-ზე მეტს დახარჯავს თავდაცვაზე.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს.

ოლაფ შოლცის განცხადებით, მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები