მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის კანცლერი ეკონომიკისთვის მიგრანტების მნიშვნელობაზე საუბრობს

გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ეკონომიკისთვის მიგრანტების მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც EURONEWS-ი წერს, ოლაფ შოლცი დღეს ამ საკითხზე ბუნდესტაგში გამოვიდა, სადაც მან განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში "სამუშაო ძალის დაბერების გამო", მოსალოდნელია ეკონომიკური პრობლემები.

საპარლამენტო დებატებისას მან ხაზი გაუსვა კონტროლირებული იმიგრაციის საჭიროებას და დასძინა, რომ გერმანიას სჭირდება კვალიფიცირებული სამუშაო ძალა.

"მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც მცირდება შრომისუნარიანი მოსახლეობა, თუმცა, აქვს ეკონომიკური ზრდა. ეს არის სიმართლე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ." - განაცხადა მან.

"ღიაობა მსოფლიოსთვის აუცილებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც სურს, ყველას შეეძლოს ჩამოსვლა. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, ავირჩიოთ, ვინ ჩამოვა გერმანიაში", - დასძინა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა ასევე ისაუბრა გერმანიის მთავრობის მიერ წელს მიღებული კანონების წარმატებაზე, რომელთა მიზანსაც იმიგრაციის გამარტივება წარმოადგენს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს ახლა უკვე შეუძლიათ მოქალაქეობის მიღება ქვეყანაში ცხოვრების ხუთი წლის შემდეგ, მაშინ როცა ადრე წინაპირობას რვა წლის განმავლობაში ცხოვრება წარმოადგენდა.

გერმანიის მოქალაქეობის მიღება დაჩქარდა - ცვლილებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები