მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერების გამო, ევროპაში გაზი გაძვირდა

6194059550039
თამთა ჯიჯავაძე
16.11.21 23:29
982
გერმანიის ენერგომარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სერტიფიცირება შესაძლებელია თუ ოპერატორი გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იქნება.

როგორც BBC წერს, აღნიშნულის გამო დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში საბითუმო გაზის ფასები უკვე 17%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა. გაზსადენმა რუსული გაზის გერმანიამდე ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. თუმცა, აღნიშნული პროექტი, რომლის ღირებულებაც 10 მლნ ევროს შეადგენს, კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. კერძოდ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნული გაზსადენი გერმანიის რუსულ გაზზე დამოკირებულებას გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები