მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მთავრობამ $900 მილიონის ბიტკოინი გაყიდა

ger btc

გასულ კვირას გერმანიის მთავრობამ საერთაშორისო კრიპტობირჟაზე 900 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გაყიდა.

ასეთი მსხვილი ტრანზაქციის განხორციელების მიუხედავად, გერმანიის ოფიციალურ ანგარიშზე ისევ რჩება დაახლოებით 24,000 ბიტკოინი, რაც 1.5 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული კრიპტოაქტივები გერმანიის მთავრობას საკუთარი რესურსებით არ შეუძენია. შეიძლება ითქვას, რომ ეს კრიმინალურ დაჯგუფებებზე ჩამორთმეული აქტივებია, რადგან გასულ წელს გერმანიის სამართალდამცავმა ორგანომ კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან 2 მილიარდ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ამოიღო, რაც კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ათიათასობით ბიტკოინის კონფისკაცია პირდაპირ კავშირშია 2013 წელს დახურულ პირატულ პლატფორმასთან, რომლის მეშვეობით კრიმინალური დაჯგუფება არალეგალურ ტრანზაქციებს ახორციელებდა და ფულს ათეთრებდა. როგორც ჩანს, დამნაშავეები მიღებულ შემოსავალს ბიტკოინში აკონვერტირებდნენ და თანხას ციფრულ საფულეებში ინახავდნენ.

როგორც ირკვევა, კრიპტოაქტივების კონფისკაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დაკავებულმა დამნაშავეებმა საფულეების გასაღებები ნებაყოფლობით დათმეს, რა თქმა უნდა, სასჯელის შემსუბუქების მიზნით.

როგორც ცნობილია, ბიტკოინის გაყიდვის შედეგად მოზიდულ თანხა გერმანიის ბიუჯეტს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები