მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

63c53c43a1e2d
გიორგი თოლორდავა
16.01.23 16:52
526
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა კანცლერ ოლაფ შოლცს გადადგომის ოფიციალური განცხადებით მიმართა.

თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება ლამბრეხტის საახალწლო ვიდეომიმართვასთანაა დაკავშირებული, რომელშიც თავდაცვის მინისტრმა გერმანიის უსაფრთხოებასა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

ლამბრეხტის სიტყვით გამოსვლას საზოგადოებაში მწვავე პროტესტის ტალღა მოჰყვა. მოქალაქეების შეფასებით, ის ევროპაში მიმდინარე ომს სათანადოდ არ აფასებს და ვითარების სიმწვავეს არასერიოზულად აღიქვამს.

აღსანიშნავია, რომ ლამბრეხტიც, ოლაფ შოლცის მსგავსად, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია და მთავრობის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო წევრია. მიუხედავად მისი მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობისა, ოპოზიცია ლამბრეხტს თავდაცვის სფეროში არასათანადო განათლებისა და გამოუცდელობის გამო პერიოდულად მუდმივად აკრიტიკებდა, რაც მისი იურიდიულ-პოლიტიკური კარიერით იყო განპირობებული და არც სამხედრო სფეროში მოღვაწეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები