მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ - როგორია ვიზიტების სტატისტიკა?

3232

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

"საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან Archäologie in Deutschland-ისა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მედია ტურის მიზანია საქართველოს კულტურული ტურისტული პოტენციალისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გერმანიაში.

ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს კულტურული ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიმდინარე წლის 6 თვეში გერმანიიდან 32 392 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლის ჭრილში 4.2%-იანი ზრდაა. Top-15 ქვეყანას შორის ამ მაჩვენებლით გერმანია მეცამეტე ადგილზეა.

გერმანიიდან ვიზიტები რეკორდული პანდემიამდელ 2019 წელს იყო და 89 051-ს შეადგენდა, მას შემდეგ კი, მიუხედავად 2021 წლიდან ზრდისა, ამ მაჩვენებელს არ დაბრუნებია.

გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები