მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღაზას სექტორში გენერაციის ობიექტებს საწვავი უმთავრდებათ

ღაზა

ღაზას სექტორში გენერაციის ობიექტებს საწვავი უმთავრდებათ რამდენიმე საათში ღაზას ელექტროენერგია გაეთიშება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ომის უბედურებას და ხალხის გაჭირვებას, ვისთვისაც პირველადი მოხმარების ნივთები და ელექტროენერგია უკვე დეფიციტური იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას MME ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა,  9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. როგორც გალანტმა თქვა, „ებრძვიან ბარბაროსებს“, ამიტომ პასუხიც „შესაბამისი იქნება“. ისრაელმა ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ღაზას შეიარაღებულმა ჯგუფებმა კოორდინირებული შეტევა წამოიწყეს სამხრეთ ისრაელზე.

"ღაზას სექტორის ერთადერთი ელექტროსადგური და ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი საწვავი 10-12 საათში ამოიწურება", - განუცხადა პალესტინის ენერგეტიკული ორგანოს თავმჯდომარემ ტაფერ მელჰემმა რადიო "პალესტინის ხმას".

ამასთან, MEE-ს ცნობით, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-კედრამ თქვა, რომ რამდენიმე საავადმყოფო ეყრდნობა ძველ და „გაფუჭებულ“ გენერატორებს, რაც იწვევს საწვავის მოხმარების გაზრდას.

მისი თქმით, ღაზაში ელექტროენერგიის გათიშვა ნიშნავს, რომ ახალშობილი ბავშვები, პალესტინელები, რომლებსაც ესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება, რესპირატორული პრობლემების მქონე პაციენტები და ქირურგიული პროცედურების მქონე პაციენტები ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

ჩვეულებრივ, ღაზა ეყრდნობა ელექტროენერგიის ორ ძირითად წყაროს: მის ერთადერთ ელექტროსადგურს, რომელიც მისი სიმძლავრის დაახლოებით ნახევარზე მუშაობს და ისრაელიდან შეძენილი ელექტროენერგიას. ისრაელის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ნიშნავს, რომ რამდენიმე საათში ღაზაში სრული "ბლექაუტი" იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები