ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზას სექტორში 1300-ზე მეტი შენობა განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ღაზას სექტორში 5 540 საცხოვრებელი ერთეული განადგურდა და დამატებით, 3 750 სახლი იმდენად მძიმედ არის დაზიანებული, რომ საცხოვრებლად უვარგისია.
OCHA-ის ინფორმაციით, კიდევ 55 000 საცხოვრებელი ერთეული ნაწილობრივ დაზიანდა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ავიაიერიშებს 1 900 ადამიანი ემსხვერპლა, 7 696 კი, დაშავდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 614 ბავშვი და 370 ქალია. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 500-მდე პალესტინელი მოკლეს.