მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღაზაში, ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა

ჰჰ

ისრაელის მიერ ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად 200-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ალ-აჰლის არაბული ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას უარყოფენ. „ბიბისის“ სატელეფონო საუბრისას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ოფისში განუცხადეს, რომ საავადმყოფო ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე არ არის. 

„საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის სამიზნე. ისრაელის თავდაცვის ძალები იძიებს აფეთქების წყაროს და როგორც ყოველთვის, პრიორიტეტს ანიჭებს სიზუსტეს და საიმედოობას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ სიფრთხილე ტერორისტული ორგანიზაციის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები