მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღირსების მედალიც ეკუთვნით [ბაჩიაშვილის დაკავების] ოპერაციის ავტორებს - ირაკლი კობახიძე

გიორგი ბაჩიაშვილი

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია.

კითხვაზე, დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები ბაჩიაშვილის ინფორმაციით, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში ისე ჩამოიყვანეს, კობახიძე აცხადებს, რომ "თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს".

მისი თქმით, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ოპერაცია, ის არის თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში.

„ესეც რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში, არამარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების მედალიც, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით შესაბამისი ოპერაციის ავტორებს“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები