ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
“პირველ რიგში, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ის ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. ადრე, როდესაც ეს კანონპროექტი იყო წარდგენილი, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არა მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო.
რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში ყველას გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას”, - განაცხადა მილერმა.
აშშ-ის შესაძლო ნაბიჯებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კი, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ წინასწარ არაფერს განიხილავს, - “ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ”.