მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - რომელ ქვეყნებში გაიზარდა/შემცირდა გაყიდვები?

ექსპორტი

ღვინოებმა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში 4.5%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში საქართველოდან 214 მილიონ 542 ათასი დოლარის ღირებულების ღვინოები გავყიდეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია და გასული წლის ექსპორტს 10.9%-ით აღემატება. 9-თვიან ჭრილში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ექსპორტზე 73.6 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა.

ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია, რომელსაც ღვინის მთლიან ექსპორტში 68.4% უკავია. ამ მიმართულებითაც წელს ექსპორტი 13.8%-ით გაიზარდა. რუსეთში გაყიდული 53 660 888 ლიტრი ღვინისთვის ქვეყანამ 146 მლნ 882 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

იანვარ-სექტემბრის პერიოდში უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში ღვინის ექსპორტი პოლონეთში, ყაზახეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიზარდა; უკრაინაში, ჩინეთში და ბელარუსში კი შემცირდა.

  1. რუსეთი - $146.8 მლნ, 53 660 888 ლიტრი;
  2. პოლონეთი - $11.1 მლნ, 4 492 796 ლიტრი;
  3. უკრაინა - $8.8 მლნ, 3 190 528 ლიტრი;
  4. ყაზახეთი - $8.1 მლნ, 2 472 973 ლიტრი;
  5. ჩინეთი - $6.6 მლნ, 1 883 070 ლიტრი;
  6. აშშ - $5.9 მლნ, 994 262 ლიტრი;
  7. ბელარუსი - $5.1 მლნ, 1 823 685 ლიტრი;
  8. გერმანია - $4.5 მლნ, 1 011 249 ლიტრი;
  9. ლატვია - $3 მლნ, 816 106 ლიტრი;
  10. ლიეტუვა - $1.6 მლნ, 480 362 ლიტრი.

უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველ 9 თვეში ღვინის ექსპორტი გაიზარდა გაერთიანებულ საამიროებში, იაპონიაში, თურქეთში და კანადაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები