მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალია - "თბილღვინო"

ღვინო

„თბილღვინოს“ დირექტორი bm.ge-სთან ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ზურაბ მარგველაშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში ღვინის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებში ქართული ღვინის მიმართ ცნობადობა მაღალი ჯერ კიდევ არ არის.

მისივე განმარტებით, ცნობადობის გაზრდის მიზნით, კონკრეტული ქმედებებია საჭირო.

„გამოწვევაა, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიოში ღვინის ყველზე მსხვილი იმპორტიორები არიან, ქართული ღვინის ცნობადობა არ არის მაღალი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ასეთ ბაზრებზე გაიზარდოს ცნობადობა, ამისთვის კი საჭიროა კონკრეტული ბიუჯეტი გაიწეროს და კონკრეტული ქმედებები განხორციელდეს.

ცნობადობის ზრდა გაყიდვებს გაზრდის - ეს კი დადებითად აისახება ქართულ მეღვინეობაზე“ - ამბობს „თბილღვინოს“ დირექტორი.

ინფორმაციისთვის: 2023 წელს "თბილღვინომ" 6000 ტონა ყურძენი გადაამუშავა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ექსპორტზე 30 ქვეყანაში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები