მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელია - TOP-10 ექსპორტიორი

ექსპორტი

საქართველომ გასულ წელს ღვინის ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს მცირედით, 2.6%-ით აღემატება. შედეგად, მთლიან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 4.3% შეადგინა და ამ დასახელების საქონელი ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ექსპორტის ღირებულების მცირედი ზრდის მიუხედავად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი ღვინის მოცულობა 11.9%-ით შემცირდა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გასულ წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულება გაიზარდა. 2023 წელს ღვინის საშუალო ფასი 41 ცენტით არის გაზრდილი, თუ 2022 წელს ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარამდე გაიზარდა. საექსპორტო ფასი ბოლო წლებში შემცირებულია. მაგალითად, 2018 წელს საშუალო ფასი 3.14 დოლარი იყო. ჯამში 2023 წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 89 509 ტონა ღვინო გაიყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 101 662 ტონას შეადგენდა.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი, ტრადიციულად რუსეთი იყო, რომელზეც ღვინის რეალიზების 65.3% მოდიოდა. საექსპორტო მიმართულებას შორის კი რუსეთის შემდეგ პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი და ყაზახეთია. ამასთან ღვინის სარეალიზაციო ბაზრებს შორის არის აშშ, გერმანია, ლატვია და ლიეტუვაც.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებზე ქართული ღვინის ექსპორტის მხოლოდ 11.9% მოდიოდა. EU-ში ღვინის გაყიდვების ღირებულება გასულ წელს სულ რაღაც 0.3% იყო, ხოლო მოცულობა 14%-ით შემცირდა.

BM.GE-მ საქსტატიდან ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ადგილობრივი ნაწარმის ღვინის ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა, რომლებიც, 2023 წელს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ღვინის უმსხვილესი რეალიზატორები იყვნენ.

ესენი არიან:

სს ბადაგონი;

სს თელავის ღვინის მარანი;

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა;

შპს Bolero & Company;

შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;

შპს ასკანელი ძმები;

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;

შპს კახური ღვინის მარანი;

შპს მეღვინეობა ხარება.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები