მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გია ჯოხთაბერიძე კომუნიკაციების კომისიის "მედია აკადემიის" დაფინანსების წესს აკრიტიკებს

603f660e6e3ab
BM.GE
03.03.21 20:20
955
“მაგთის” დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი ა(ა)იპ “მედია აკადემიის” დაფინანსების წესი გააკრიტიკა. მისი თქმით, სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ნუმერაციის რესურსის მოსაკრებლის 15-თეთრიანი გაძვირება ბიზნესისთვის “მათრახის” დარტყმას წარმოადგენდა და ამ გაზრდილი ტარიფის მეშვეობით კომისია “მედია აკადემიის” საქმიანობას აფინანსებს.

“ახსენეს, რომ მარეგულირებელი კომისია მედია აკადემიის საქმიანობაში არ ერევა, ეს არ არის სიმართლე. მარეგულირებელმა კომისიამ 2018 წელს დაადგინა, რომ ის 10 თეთრი, რაც არის ნუმერაციის რესურსი, უნდა გადანაწილებულიყო კომისიაზე და იქიდან მიიმართებოდა ის მედია აკადემიის დასაფინანსებლად. 2018 წელს პარლამენტთან შეთანხმების გარეშე 10 თეთრი გახადა 25 თეთრად, ამ 15 თეთრის ამოღება მოუნდა კომისიას, დაგვარტყა ბიზნესს მათრახი და მისცა მედია აკადემიას.

როდესაც ამბობთ, რომ არ ერევა მის საქმიანობაში, როგორ? ფინანსებს მოიპოვებს და როგორ არ ერევა? თავად ნიშნავს იქ თანამშრომლებს, ეს არ არის ჩარევა?,”- აცხადებს გია ჯოხთაბერიძე.

2019 წელს კომუნიკაციების კომისიის შემოსავლები წინა წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით ორი მილიონი ლარით, რაც, განაპირობა რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავლების ზრდამ. 2018 წლის დეკემბრამდე აღნიშნული მოსაკრებელი 0,10 ლარი იყო, შემდეგ კი ეს გადასახადი 0,25 ლარით განისაზღვრა.

2018 წლის მარტში ასევე შეიცვალა აღნიშნული თანხების გადახდის წესი. კერძოდ, ამ ცვლილებამდე ნებართვის მაძიებელს სანებართვო მოსაკრებლის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა, ხოლო 2018 წლის მარტის ცვლილების შემდეგ, სანებართვო მოსაკრებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე ირიცხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები