მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიდები და ტუროპერატორები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან, დაჯარიმდებიან|მისამართი

გიდების რეგისტრაცია

places.georgia.travel/platform/login - ასე ჰქვია პორტალს, სადაც ტურისტული საქმიანობის სუბიექტები უნდა დარეგისტრირდნენ.

კერძოდ, ტურიზმის შესახებ კანონის თანახმად, ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) ვალდებული არიან, ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ.

ტურისტულ ბაზაში რეგისტრაცია უფასოა.

ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის შემთხვევაში, ტურისტული გიდი, ტუროპერატორი და ტურისტული სააგენტო 500 ლარით დაჯარიმდებიან. გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.

ტურიზმის შესახებ კანონის თანახმად, ჯარიმები 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის: ვებგვერდი https://places.georgia.travel/ აქამდეც არსებობდა. ის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური პლატფორმაა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ამ ბაზაში რეგისტრაცია აქამდეც შეეძლოთ, მაგრამ მომავალი წლიდან უკვე სავალდებულო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები