მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეცეს” - ჰერჩინსკი

ელჩი

“გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეცეს” - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰარჩინსკიმ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშების წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისინი გასცემენ რეკომენდაციას საქართველო გახდეს EU-ს კანდიდატი ქვეყანა, შესაბამისი დათქმებით.

“მინდა გულწრფელად მივულოცო საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. თუმცა, უპირველესყოვლისა, მინდა გულწრფელად მივულოცო საქართველოს მოსახლეობას. ხალხს, რომლებმაც მტკიცედ და შეუპოვრად დაიცვეს საქართველოს ევროპული გზა.

ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლებში მიღწეული შედეგების მკაფიო აღიარებაა, რადგან ევროპული მისწრაფებები მთელ საქართველოს აერთიანებს. მე არ შემხვედრია არც ერთი ქართველი, ვისი სურვილიც არ იქნებოდა კანდიდატის სტატუსის მიღება”, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

“მადლობას გიხდით ძლიერი ევროპული მისწრაფებისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. გიდასტურებთ სრულ ერთგულებას, საქართველოს უკეთესი მომავლის აშენებასა და უსაფრთხო და აყვავებული ცხოვრების შექმნაში დაგეხმაროთ, თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, - აცხადებს ჰერჩინსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები