მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gino Paradise: დატვირთვა განახევრებულია, ხარჯები კი გაზრდილი

5f3e7d132ab78
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.20 10:00
3959
თუ გასულ წელს ამ პერიოდში დღის განმავლობაში 2 000 – 2 500 ადამიანს ვმასპინძლობდით, წელს ამის ფუფუნება არ გვაქვს. მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით შემცირდა - ამის შესახებ BM.GE-ის აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ჯიქიამ განუცხადა.

მიზეზებზე საუბრისას გასართობი კომპლექსის ხელმძღავნელი ამბობს რომ მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა.

„მიუხედავად იმისა რომ ვალდებულნი ვართ დავიცვათ დისტანცია მომხმარებლებს შორის, ფართობიდან გამომდინარე გვაქვს იმის საშუალება რომ ყველა მოთხვნის და დისტანციის დაცვით უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ, ამასთან მომართვიანობა და უკუკავშირი კომუნიკაციაზე საკმაოდ მაღალია, თუმცა მომხმარებელთა ქცევა შეცვლილია და ამიტომ დატვირთვის მაჩვენებელი დაკლებულია.

ასევე უნდა აღინიშნოსნ, რომ სტუმრებს არ მოსწონთ შეზლონგებს შორის დისტანციის დაცვა, იმიტომ რომ არ ესმით ერთი ოჯახის წევრებმა რატომ უნდა დაიცვან დისტანცია, თუმცა წესების დაცვა გვიწევს“, - განაცხადა რუსუდან ჯიქიამ.
მისი თქმით, აკვაპარკი სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილ რეკომენდაციებს, რის გამოც კომპლექსის ხარჯები მნიშვნელოვნად, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.

„ჩვენ ევროპული სტანდარტების აკვაპარკი გვაქვს და ამიტომ წყლის ხარისხის მიმართულებით არ მოგვიწია განსაკუთრებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგან ეს მოთხოვნები ჩვენთან ისედაც დაცული იყო.

გარდა ამისა, დანახარჯების გაწევა მოგვიწია რეკომენდაცვის დაცვის კუთხით მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ანტისეპტიკური ხსნარებით დაწყებული, ხელის დასაბანი წერტილები, რომელიც ტერიტორიაზე 64 ადგილზეა განთავსებული; მოხდა ასევე დამატებით ადამინური რესურსი მობილიზება დასუფთავების, ნაკადების დარეგულირებისა და მომსახურების კუთხით, რადგან ვფიქრობთ რომ დისტანციის მარეგულირებელი თუ სხვა სტიკერები გარანტი არაა რომ სტუმრები ყველა საჭირო წესს დაიცავენ, ამიტომ თანამშრომელთა რაოდენობა 30%-ით გავზარდეთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჩვენი ხარჯები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა“, - განაცხადა აკვაპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი შეფასებით მიუხედავად იმისა რომ კომპანიას აკვა-პარკში შესვლის ღირებულების 15%-იანი გაზრდა მოუწია, არსებულ მდგომარეობაში მათ შეძლეს ოპტიმალური ფასი და სერვისი შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის.

„იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ გვაქვს 11 აუზი, 6 რესტორანი, 8 ბარი და ა.შ. ჩვენთან სტუმრობის ღირებულება მიუხედავად იმ კრიზისისა რომლისა წინაშეც დღეს ვდგავართ ვფიქრობთ რომ ხელმისაწვდომია.

გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით ჩვენ მოგვიწია ღირებულების 15%-ით გაზრდა (კვირის დღეები შესვლა - 35 ლარი, შაბათ-კვირა - 45 ლარი), თუმცა დავტოვეთ სპეციალური შეთავაზებები ოჯახისთვის იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ოჯახები გვსტუმრობენ ხოლმე“, - განაცხადა რუსუდან ჯიქიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები