გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 16:15 საათზე გაიმართება.
ამჯერად საქმე ეხება საზღვრის უკანონო კვეთას. bm.ge-ის ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს და გვითხრეს, რომ ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ორ საქმეზე ედავება პირველი გირაო 2023 წლის 6 ივლისს შეეფარდა 2.5 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საქმეზე რომელზეც მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს გირაო 50,000 ლარის ოდენობით 25 თებერვალს დაეკისრა.
წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია - გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა