მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიქოვანმა ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი მოინახულა

62f4f9fabc33c
BM.GE
11.08.22 16:44
1271
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, კორპორაციის დირექტორებთან ერთად, ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური და ვაზიანის ჩიხი დაათვალიერა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ორივე ობიექტს ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი როლი გააჩნია. ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება. ვაზიანის ჩიხს კი ნედლი ნავთობის ვაგონსცისტერნებში ჩატვირთვისა და შემდგომი რეალიზაციის ფუნქცია აქვს.

კორპორაციის გენერალური დირექტორი სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო და იქ დასაქმებულ ადამიანებს საჭიროებების შესახებ ესაუბრა.

„დღეს აქ მომუშავე ადამიანებისგან უშუალოდ მოვისმინე ყველა ის ნიუანსი, რაც ობიექტების გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. საჭიროებების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება. ჩვენს მიერ შეფასდა და აღირიცხა ყველა ის დეტალი, რაც სამომავლოდ ობიექტის რეაბილიტაციის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ. დავსახეთ გზები ყველა აქ არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველაფრის გაკეთება რთულია, თუმცა აქ მომუშავე გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ვიმსჯელებთ და მათთან შეთანხმებით, ეტაპობრივად, თითოეულ ნაბიჯს დავგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები