მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია - საქართველო პირდაპირი გადასახადების ტვირთით მსოფლიოში მესამე ადგილზეა

5ef61bbcbc596
BM.GE
26.06.20 19:57
989
პირდაპირი გადასახადები არის ის კრიტერიუმი, რომლითაც მსოფლიო ბანკი ქვეყნებს შორის აფასებს საგადასახადო ტვირთს და საქართველოს პირდაპირი გადასახადების ტვირთი არის 9.9 %. მსოფლიოში არის მესამე ადგილზე - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, მძიმე საგადასახადო ტვირთის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე აპელირება ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციაა.

„ეს არ არის ეკონომიკური განზომილება და ყველას ნაწილში მას პირდაპირ ჩვენს ბიზნესზე და მეწარმეზე არანაირი ზემოქმედება არ აქვს, დანარჩენი ყველაფერი არის თქვენი სპეკულირება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები