მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია არჩევნების პოზიტიური შეფასებისთვის პარტნიორებს მადლობას უხდის

5fa284588a92e
BM.GE
04.11.20 14:46
574
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მხარდამჭერი განცხადებებისთვის შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მიხაელ ზიბერტს მადლობას უხდის.

პრემიერი დასავლელი პარტნიორების შეფასებებს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ შეფასებას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ და ველით შვედეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო გაძლიერებას“, - წერს გიორგი გახარია.

პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივას.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში წარმოჩენილი და ქვეყნისთვის ისტორიული საარჩევნო სისტემის რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას მოგახსენებთ. მოუთმენლად ველით ჩვენს ერთგულ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას”, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები