მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია: პანდემია სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა

5ee7754cc514a
ინგა მურუსიძე
15.06.20 17:16
2476
"არათუ პატარა საქართველო, არამედ დიდი, ძლიერი, ცალკე აღებული სისტემური ქვეყნებიც კი ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუმკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

„გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური და ის უკვე გადაიზარდა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში. ყველას კარგად გვესმის, რომ არათუ პატარა საქართველო, არამედ დიდი, ძლიერი, ცალკე აღებული სისტემური ქვეყნებიც კი ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუმკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ. ეს უმნიშვნელოვანესი კრიზისი არის ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისთვის მეტი შესაძლებლობა, რომ სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია შეასრულოს მისი ფუნქცია, რომ თავის ტერიტორიაზე, თავის ქვეყანაში სწორად მართოს ის რისკები, რაც მოაქვს ვირუსს, შეძლოს მისი შეჩერება,  მოქალაქეების მკურნალობა და ამით შესაბამისი ფუნქცია შეასრულოს გლობალურად, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები