მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია შეცდომებს აღიარებს - "იდეალური არაფერი არ არის"

5ea2dccdb98e5
ინგა მურუსიძე
24.04.20 16:44
1981
უდიდესი უსამართლობის განცდა მქონდა... დილით, სამსახურში წასვლისას მანქანების ნომრებს ვამოწმებინებდი და ყველას ჰქონდა საშვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საშვებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადაადგილების ნებართვას იძლევა.

გახარიამ ამ კონტექსტში ორ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო აღდგომის ღამეს სასულიერო პირებისთვის ეკლესიებში მისვლის საშუალება არ მიეცათ, თუმცა ის, რაც აღდგომის შემდეგ თბილისში ხდებოდა, სრულიად მიუღებელი იყო.

„აღდგომის ღამეს შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო, რომ საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ, ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლითაც ჩვენ ვეძებთ გზას, რომ გავუმკლავდეთ ამ პანდემიას. ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. მაგრამ ის სურათი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების შემდგომ თბილისში ვნახე, არ მომეწონა, უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და უდიდესი უსამართლობის გრძნობა მქონდა. პირადად მე, როცა სამსახურში მოვდიოდი ყოველ დილით, 5-6-7 მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი და ყველას ჰქონდა საშვი. ესენი იყვნენ დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურეობა, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები. სპეციალურად ამოვიღე და ყველაზე დიდი რაოდენობით, ათასობით საშვი გაქვთ მედიას. ზოგიერთმა ვითომ მედიამ და სინამდვილეში პოლიტიკოსმა გამოიყენა ეს და აჩვენა ლაივებში, თითქოს ათასობით მანქანა დადიოდა. ვაღიარებ, რომ იდეალური არაფერი არ არის. აქ შეცდომები იყო. მე პირადად შემიძლია დაგისახელოთ შეცდომები, მაგრამ 2-3 დღეში შეუძლებელი იყო იდეალური გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი ახირება არ იყო, რომ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეგვეზღუდა, ეს იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ეპიდემილოგიური აფეთქება აგვერიდებინა თავიდან“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ზუსტად დღე-დღეში ჯდებოდა და ეპიდსიტუაცია დაემთხვა ბზობის დღესასწაულს, ხოლო მთავრობამ სააღდგომოდ შეზღუდა მანქანების გადაადგილება, იმისთვის, რომ აღდგომის შემდგომ არ მომხდარიყო იგივე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები