საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
bm.ge მიზეზის გასარკვევად ცდილობს დაუკავშირდეს როგორც გიორგი გვიმრაძეს, ისე მაუწყებლის ხელმძღვანელობას, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს, ჯერჯერობით, არ პასუხობენ.