მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზე წარადგინეს

სს
24.04.24 23:42
213

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზე წარადგინეს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო “ლიგა ენდესაში” საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენა დაიწყო. საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელშიც მონაწილეობას ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ.

ლიგის ხელმძღვანელობამ მოთამაშეები 3 პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (25 მოთამაშე), შუახაზელები (25) და წინახაზელები (25). ფანების გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, დღეს, 25 აპრილს დაიწყო და 12 მაისამდე გაგრძელდება. ზემოთნახსენები 4 სეგმენტიდან თითოეულ (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.

ამჯერად მიმდინარეობს ფანების გამოკითხვა, რომელში მონაწილეობაც ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ აპლიკაციებში ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდებზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini.

ხმის მისაცემი გვერდი Instagram-ზე: https://www.instagram.com/p/CrdHoXUNXak/

გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ: ანდროიდი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.acb.www&fbclid=IwAR0aM93vNhZTTD-R_NuUmTTI6rdr7-v2aYiaR0KaNXnERSMalHIlqBq42Oo

IOS: https://apps.apple.com/app/id437202587?fbclid=IwAR2QVQyV5axG8XmlBGtd-G3bNMAFHftpVnoBW5kg3AoFZwIb9m06bTmBlLY

თითო ხმა ორად ჩაითვლება ლიგა ენდესას მიერ სპეციალურად შერჩეულ დღეებში: 27 აპრილს, 1 და 8 მაისს. გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა ნებისმიერი საშუალებით შესაძლებელია დღეში (24 საათში) ერთხელ.

აღნიშნულ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ხმის მიცემის შედეგებს რეალურ დროში: https://mvpmovistar.acb.com/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები