მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გირჩი მეტი თავისუფლებას" წევრ ბორის ჩელე ყურუას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჩელე ყურუა

ბორის "ჩელე" ყურუას ფიზიკურად გაუსწორდნენ - ამის შესახებ თავდაპირველად გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქზე დაწერა.

ამის შემდეგ ფაქტი თავად დაზარალებულმაც დაადასტურა.

"მცემეს. მეც ვურტყი.

მარა ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ.

ძალიან ცუდად იმალებოდა, მე მიცდი შე ბ..ზო-თქო დავუყვირე და დამალულებიც გამოხტნენ", - დაწერა ბორის ჩერე ყურუამ.

ასევე, რამდენიმე წუთის წინ, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ.

წუხელ, 8 მაისის ღამეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ სამ ადამიანს. ერთ-ერთი ზურაბ ჯაფარიძის ძმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძეა. სცემეს, ასევე, ნაციონალური მოძრაობის წევს დიმიტრი ჩიქოვანს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები