მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

გმირთა მოედანი

"რუსული კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

როგორც ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები bm.ge-ის უყვებიან, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ნაწილი დააკავა.

ამასთან, საპროტესტო აქცია იმართებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც გაკეთდა განცხადება, რომ გმირთა მოედანზე მოქალაქეებს აკავებენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეების ნაწილი სწორედ გმირთა მოედნისკენ დაიძრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები