მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ გვერდით ვარ" - პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს მიმართავს

პრეზიდენტი

„თვალყურს ვადევნებ ამ საღამოს მიმდინარე მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს", - ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურანიშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეებს.

"მთელი მსოფლიო გვიყურებს და დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს ქართველი ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი.

ამავე დროს მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა უკვე პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ და რომელიც გვაშორებს ევროპული გზიდან.

ესაა ჩვენი მიზანი და კარებზე არაფერი არ გადაწყდება გარდა გაზის გაშვებისა და ძალადობისა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე. დღეს არის ვნების კვირა, ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი facebook-ლაივ ვიდეოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები