თბილისში დღეს გამართულ “ევროპის მარშს” საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება, სადაც ევროპის მოედანზე შეკრებილი აქტივისტების ფოტოს აქვეყნებს.
“თბილისი დღეს ღამით, თავისუფლების მოედნიდან ევროპის მოედნამდე! ვერაფერი და ვერავინ აღუდგება წინ ამ ერის სურვილს”, - წერს პრეზიდენტი.
"რუსული კანონის" საპროტესტო აქცია დღეს ევროპის დღის აღსანიშნად ლოზუნგით "ევროპის მარში ევროპის მოედნისკენ" გაიმართა, რა დროსაც დედაქალაქის სამ ლოკაციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც დღეისთვის დასკვნითი აქცია გაიმართა. მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები სრულად დაიკავეს.
Visioner-ის ინფორმაციით, რუსული კანონის საპროტესტო მარშს 200 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.