მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC-ც გატყუებთ, ეკონომიკის სამინისტროც და ხელისუფლებაც - Frontera-ს პრეზიდენტი

5f20178d165cc
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.20 16:15
1664
ენერგოკომპანია Frontera-ს პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში საუბრობს იმ განცხადებების შესახებ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა.

საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად, 27 ივლისს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება Frontera-სთან არსებული ხელშეკრულება აღარ გაეწყვიტა. ზაზა მამულაიშვილი ამბობს, რომ მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონო ქმედება იქნება, რადგანაც ხელშეკრულების მოშლა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები. ამასთან, Frontera-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობის განცხადება სიცრუეს შეიცავდა, რადგან იმის პარალელურად, რომ გაკეთდა განცხადება, რომ სახელმწიფო მათთან კონტრაქტს აღარ შეწყვეტდა, კომპანიამ მიიღო წერილი ეკონომიკის სამინისტროსგან, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლებამ მათთან კონტრაქტის შეწყვეტაზე უარი კი არ თქვა, არამედ შეწყვეტის პროცესი გარკვეული დროით გადაავადა.

“გაზის და ნავთობის კორპორაციაც გატყუებთ, ეკონომიკის სამინისტროც და ხელისუფლებლაც. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გასულ ხუთშაბათს გააკეთა განცხადება, ეს უკანონო იყო, მაგრამ მაინც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლება ჩვენთან ხელშეკრულების შეწყვეტას; ორი რამ მოხდა ამის შემდეგ. ერთი მოხდა ის, რომ მეორე დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ საელჩოს მეშვეობით მაშინვე დაიწყეს ამ ინფორმაციის გავრცელება შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში პოლიტიკურ წრეებში. ამავდროულად, ეკონომიკის სამინისტრომ გამოგვიგზავნა ოფიციალური შეტყობინება, რომლითაც გვითხრა, რომ მათ მხოლოდ დროებით შეწყვიტეს ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა. ეს რას ნიშნავს? - თუკი ადრე გვწერდნენ, რომ 27 ივლისს შეგვიწყვეტდნენ ხელშეკრულებას უკანონოდ, მაგრამ შეგიწყვიტავთო ახლა უკვე გაურკვეველია. შეიძლება, 29 რიცხვში შეწყვიტონ ან შეიძლება 5 აგვისტოს შეწყვიტონ ან სულაც 3 თვეში", - ამბობს ზაზა მამულაიშვილი.

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში მამულაიშვილმა განაცხადა ისიც, რომ კომპანია თანახმაა, გასაჯაროვდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ და არც ვყოფილვართ არასოდეს წინააღმდეგი, რომ გავასაჯაროოთ აბრიტრაჟის გადაწყვეტილება. ამ ეთერიდანაც კი შემიძლია მოვუწოდო სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომ გნებავთ დღეს, გნებავთ ხვალვე, ერთად შევხდეთ და საერთო საჯაროდ განვაცხადოთ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე. ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს იურისტი, რათა ის მიხვდეს ამ გადაწყვეტილების შინაარსს.

ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ამ გადაწყვეტილების გასაჯაროების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი იურიდიული პროცედურების დაცვის შემდეგ. რას ვგულისხმობ ამაში? - გადაწყვეტილება, რომელშიც არის უამრავი ტექნიკური, ფინანსური, კომერციული და პირადი ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს სასურველი, რომ გაცხადდეს. ჩვენ იურიდიულად ყველა მხარესთან შევათანხმებთ ამას და ამ პროცესს, სავარაუდოდ, დასჭირდება კიდევ 10 დღე ან 2 კვირა და როგორც კი თანხმობას მივიღებთ, შემდეგ უკვე შეგვეძლება წერილობით ოფიციალურად დავუდასტუროთ სახელმწიფოს, რომ ჩვენც თანახმა ვართ, ამის გასაჯაროებაზე", - განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.

Frontera-ს პრეზიდენტი "საქმის კურსის" ეთერში - ინტერვიუ



ინტერვიუში ზაზა მამულაიშვილმა განაცხადა ისიც, რომ გასულ წელს საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის ახალი საერთაშორისო კონსორციუმის შექმნა იგეგმებოდა, რომელშიც Frontera-ს გარდა, კიდევ 2 მსხვილი ენერგოკომპანია მიიღებდა მონაწილეობას. მამულაიშვილის განცხადებოთ, ამ კონსორციუმის შექმნა საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. 

"გასულ წელს ვფიქრობდით, რომ შეგვექმნა ორ დიდ ამერიკულ ენერგოკომპანიასთან შეგვექმნა კონსორციუმი და საბადოს ათვისების პროგრამა დაგვეწყო კახეთში. ჩვენ ვთხოვდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, რომ შეგვხვედროდნენ ჩვენ და კონსორციუმის სხვა მონაწილეებს და დაედასტურებინათ, რომ საქართველო მიესალმებოდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელებას, რაზეც უარი მივიღეთ" - განაცხადა მამულაიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 17 აპრილს მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო კომპანია Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა GOGC-ის საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის 99%-ის უკან სახელმწიფოოსთვის გადაცემა დაევალა, რაც Frontera-მ აღასრულა კიდეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები