მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გომის მთისა და სარიჩაირის იალაღებზე ტურისტებს და მოიალაღეებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება|განრიგი

იალაღი

ქედის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო.

როგორც მუნიციპალიტეტი იტყობინება, პროგრამის ფარგლებში მგზავრთა გადაყვანა ორი მიმართულებით სარიჩაირისა და გომის მთის იალაღებზე განხორციელდება.

კერძოდ, ტრანსპორტირება დღეს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში სულ 23 რეისი შესრულდება, მათ შორის:

10 რეისი, სოფელი ცხმორისი – კოკოტაური – მთა სარიჩაირი – კოკოტაური – ცხმორისი;

13 რეისი, ცენტრი ცხმორისი – დანდალოს ცენტრი – გომის მთა – დანდალოს ცენტრი – ცენტრი ცხმორისი.

უფასო ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოიალაღეები, ისე ტურისტები.

რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ხოლო შუამთობის პერიოდში მგზავრებს კვირაში ორჯერ მოემსახურება.

ცნობისთვის, ქედის მუნიციპალიტეტს სამთო იალაღებზე მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით 1 ივნისს გამოცხადებული ჰქონდა ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით - 9890 ლარი, თუმცა, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, აღნიშნული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. bm.ge დაუკავშირდა ქედის მერიას, სადაც შესყიდვების სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გადაეცა შპს ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები